მარცხი ბულგარეთთან - საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
მარცხი ბულგარეთთან - საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთთან მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.

B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენს გუნდს ბულგარეთთან მოგება სჭირდებოდა, რადგან A ლიგის საგზურს, B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებდა.

მაგრამ ჯგუფის მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს – მე-6 წუთზე პოლინა დემიროვას პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო 82-ე წუთზე ელენა კამენოვამ საჯარიმო იდეალურად შეასრულა და გამარჯვებულის ბედი გაირკვა. საქართველოს ნაკრებმა ლიზი გოგალაძის (91-ე წუთზე) გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

მეორე რაუნდის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო ლიხტენშტაინის ნაკრებს 2:0 სძლია და B1 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა. მეორეზე ბურთების უკეთესი სხვაობით ლუქსემბურგი გავიდა, რომელმაც ლიხტენშტაინი 10:0 დაამარცხა.