მარცხი ბელარუსთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა #1TVSPORT
მარცხი ბელარუსთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა #1TVSPORT

სამი მატჩი, სამივე წაგება და ბურთების შეფარდება 0:31 – ასე დაასრულა საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბოლო ტურის მატჩი ბელარუსთან გამართა და 0:8 დამარცხდა. მეტოქემ პირველ 19 წუთში 4 გოლი გაიტანა, მეორე ნახევარშიც ამდენივე დაამატა და უპრობლემოდ მოიგო.

ჯგუფში მეორე მატჩში მასპინძელი ლუქსემბურგი კოსოვოს დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა. ამ მოგებით კოსოვოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ბელარუსს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კოსოვოსთან 0:13 წააგო, ხოლო ლუქსემბურგთან – 0:10 და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.