Marca - „რეალი“ ნეიმარისთვის 400 მილიონს ამზადებს
Marca - „რეალი“ ნეიმარისთვის 400 მილიონს ამზადებს

ესპანური გაზეთის Marca-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება.

ესპანეთის ჩემპიონს გადაწყვეტილი აქვს, „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდი ნეიმარი შეიძინოს.

ესპანური გაზეთის ცნობით, მადრიდელები მზად არიან, ბრაზილიელში 400 მილიონი ევრო გადაიხადონ.

პარალელურად, ესპანურმა ინტერნეტ-გამოცემა Le 10 Sport-მა დაწერა, რომ ნეიმარის მიმართ „რეალის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს ინტერესს.

ორივე კლუბი აპირებს გაზარდოს წინადადება 500 მილიონ ევრომდე.