Marca – “რეალი” ახალ ტრიოს შექმნის: ნეიმარი-ლევანდოვსკი-აზარი

01:55, 18.01.2018

​მადრიდის “რეალი” აპირებს, გუნდის შეტევითი ხაზი მთლიანად შეცვალოს. როგორც გაზეთი Marca ამტკიცებს, მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გრანდიოზული სატრანსფერო კამპანიის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგი იქნება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის ნეიმარის, “ბაიერნის” თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკისა და “ჩელსის” ნახევარმცველის ედენ აზარის შეძენა.

ლევანდოვსკის ალტერნატივად მადრიდელები განიხილავენ “ტოტენჰემისა” და “ინტერის” ფორვარდებს – ჰარი კეინსა და მაურო იკარდის.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა და გარეტ ბეილი გუნდს დატოვებენ.

“რეალი” ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ “ბარსელონას” 19 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი