Marca - ნეიმარს კრიშტიანუ რონალდუსთნ თამაში სურს
Marca - ნეიმარს კრიშტიანუ რონალდუსთნ თამაში სურს

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი უახლოეს ზაფხულში მადრიდის “რეალის” რიგებში შეიძლება მაინც გადავიდეს, – ამის შესახებ ესპანური გაზეთი Marca წერს.

ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, რომ ბრაზილიელს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში და მასთან ეფექტური დუეტის შექმნა სურს.

გამოცემის ცნობით, ნეიმარისთვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ რონალდუ ბრაზილიელის “რეალში” გადასვლის წინააღმდეგი არ იყოს. ადრე პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ამგვარი ტრანსფერი თითქმის შეუძლებელია, რადგან ნეიმარს პარიზში ყველაფერი აწყობს.