Marca - მბაპემ „რეალთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მადრიდული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
Marca - მბაპემ „რეალთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მადრიდული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე 1 ივლისიდან „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც გაზეთი Marca წერს, 25 წლის ფეხბურთელმა ორი კვირის წინ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან. წყაროს ცნობით, მბაპე „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ფრანგის სუფთა ხელფასი 15-20 მილიონის დიაპაზონში იქნება, რასაც დაემატება სხვადასხვა ბონუსი მიღწევების მიხედვით.

გარდა ამისა, მბაპე მიიღებს ბონუსს „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებისთვის. ასე რომ, გადასახადების გადახდის შემდეგ ფორვარდის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 მილიონ ევროს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ რამდენიმე დღის წინ აცნობა „პარი სენ-ჟერმენს“, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს კლუბს. მისი კონტრაქტი პარიზელებთან 30 ივნისს იწურება.