ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ უარყო თავისი ქალიშვილის, ჯანინას სიტყვები. ამ უკანასკნელის თქმით, დიეგო „შიგნიდან კვდება“. ჯანინამ მამამისი ზოოპარკის ლომს შეადარა, რომელიც აბებით გაჭყიპეს, რათა მნახველებმა გალიაში შესვლა და მისი მოფერება შეძლონ.
„საერთოდაც არ ვკვდები და კარგად მძინავს, რადგან ვმუშაობ. როცა ასაკი ემატებათ, ადამიანები უფრო მეტად შეწუხებულნი არიან არა თავიანთი საქმეების, არამედ იმის გამო, რა დარჩება მათ შემდეგ. და მინდა ყველას ვუთხრა, რომ არავის არაფერს ვუტოვებ. მთელს ფულს ქველმოქმედებაზე დავხარჯავ. დღეს კი აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ“, – განაცხადა მარადონამ.
არგენტინელს ოფიციალურად რვა აღიარებული შვილი ჰყავს: დალმა, ჯანინა, ჰანა, დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო. აგრეთვე სამი ბიჭი, რომლებიც კუბაზე დაიბადნენ იმ დროს, როცა ყოფილი ფეხბურთელი იქ ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა.
დღეისთვის, დიეგო მარადონა არგენტინულ კლუბ „ხიმნასიას“ ხელმძღვანელობს.