მარადონას მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარსდგება #1TVSPORT
მედიცინის რვა თანამშრომელი არგენტინის სასამართლოს წინაშე წარსდგება ლეგენდარული დიეგო მარადონას დამამძიმებელ გარემოებაში არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით.
როგორც სააგენტო AFP წერს, არგენტინის სასამართლომ ქალაქ სან-ისიდროში დაადასტურა სასამართლო პროცესის დასაწყისი ექიმების წინააღმდეგ.
ბრალდებულებს რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მარადონა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გახდა გულის მწვავე უკმარისობა.