ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად, ყურადღების ცენტრში მისი პირადი ცხოვრება მოექცა. როგორც პროგრამა All Evenings-ში გამოაცხადეს, 58 წლის მარადონამ და 28 წლის როსიო ოლივამ ურთიერთობა გაწყვიტეს.
„მარადონა იმ სახლიდან გამოაგდეს, რომელიც მან როსიოს ბელა-ვისტაში აჩუქა. დიეგოს შეყვარებულს არ სურს მასთან ერთად მექსიკაში გამგზავრება და მისთვის ნაჩუქარ სახლში გამოჩენა აუკრძალა. მათი ურთიერთობა დასრულებულია“, – იტყობინებიან ჟურნალისტები.