ლეგენდარული დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა, რა მდგომარეობაში იმყოფება 60 წლის ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი. უფრო ადრე პრესამ დაწერა, რომ მარადონა გამოკვლევისთვის ლა პლატას კლინიკაში მოათავსეს.
„კლინიკაში ყოფნა მას ძალიან ეხმარება. ის აქ იმის გამოა, რომ თავად მოისურვა ასე. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, ამიტომაც არ ყოფილა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. ის სამი დღე დარჩება საავადმყოფოში ორგანიზმში წყლის ბალანსის აღსადგენად. მას სურს უკვე კვირას უხელმძღვანელოს თავის გუნდს. დიეგოს ყველაფერი წესრიგში აქვს. მას დღესვე შეუძლია დატოვოს კლინიკა.
მარადონას ჰოსპიტალიზაცია უკავშირდება იმას, რომ ის კვლავ მიუბრუნდა ნარკოტიკებს? მე კატეგორიულად ვუარვყოფ ამ მხრივ რაიმე რეციდივს. ეს შეიძლება ანემია იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ კვირას ის დაესწროს თამაშს. მისთვის ეს რთული კვირა იყო ემოციური თვალსაზრისით, რადგან ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა“, – განაცხადა ლუკემ.