მარადონას ათი ფრაზა - ბექჰემის მსგავსი ასეულობით ბიჭი მესამე სამყაროში, ქუჩის მტვრიან მოედნებზე თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT

მარადონა ყოველთვის გამოირჩეოდა გულწრფელი, უკომპრომისო და არაორდინარული გამონათქვამებით.

გთავაზობთ გენიალური არგენტინელი ფეხბურთელის ათ ფრაზას:

„მე შეიძლება ვიყო თეთრი ან შავი, მაგრამ ნაცრისფერი არასოდეს ვიქნები“.

 

„კარგი თამაში ღმერთის საჩუქარია. სწორედ ამიტომ, როცა მოედანზე გავდივარ, ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, რადგან მგონია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვღალატობ“.

„როცა არგენტინის ნაკრების ფორმა პირველად ჩავიცვი, თითქოს კანზე შემეზარდა და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ ერთნი ვიქნებით“.

„ჩემს ქვეყანაში პოლიტიკოსები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. ბევრჯერ შემომთავაზეს პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ თამაშში, სადაც შენს ხალხს ფული უნდა მოპარო, ვერ გამოვდგები“.

„ადამიანი, რომელიც ქურდს გაქურდავს, არ უნდა დავსაჯოთ“.

„ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს გავდიოდი, ზოგი ნაპოლეონობას იბრალებდა და ზოგიც წმინდა მარტინი იყო, მე კი მიჭირდა დამემტკიცებინა, რომ მარადონა ვარ“.