ადვოკატი მატიას მორლა, რომელიც დიეგო მარადონას ინტერესებს წარმოადგენს, აპირებს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს.
„დღეს ღრმა მწუხარებისა და ფიქრის დღეა. გულით ვგრძნობ მეგობრის დაკარგვას, რომლის ერთგული იყავი ბოლო დღემდე. მე მას პირადად გამოვეთხოვე.
პროკურორის სიტყვებით, გაუგებარია ის, რომ 12 საათის განმავლობაში, დიეგო მოკლებული იყო ყოველგვარ ყურადღებას ან კონტროლს სამედიცინო პერსონალის მხრიდან. სასწრაფო დახმარების მანქანა ნახევარი საათი მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. ეს იდიოტური დანაშაულია. ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და მოვითხოვ ის ბოლომდე იყოს გამოძიებული.
დიეგომ ერთხელ ასე მითხრა: „შენ ჩემი ჯარისკაცი ხარ, რომელიც დაუნდობლად მუშაობს“, – განაცხადა მორლამ.
მარადონა ოთხშაბათს, გულის შეტევით 60 წლისა გარდაიცვალა.