ლა პლატას „ხიმნასიამ“, რომლის მთავარი მწვრთნელია ლეგენდარული დიეგო მარადონა, არგენტინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ანგარიშით 1:2 წააგო კორდობას „ტალიერესთან“.
მარადონასთვის ეს იყო ახალ პოსტზე მეორე მატჩი და ზედიზედ მეორე წაგება. ერთი კვირით ადრე, „ხიმნასიამ“ ასევე ანგარიშით 1:2 წააგო საკუთარ მოედანზე. ამ გუნდის მოუგებელი სერია ყველა ტურნირზე 10 მატჩს აღწევს. ეს სერია მაისიდან იღებს სათავეს.
შვიდი ტურის შემდეგ, „ხიმნასიას“ ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილი უჭირავს გათამაშების ცხრილში.
დიეგო მარადონამ ეს გუნდი სექტემბრის დასაწყისში ჩაიბარა. მანამდე 58 წლის არგენტინელი მექსიკის „დორადოსში“ მუშაობდა, საიდანაც 2019 წლის ივნისში წავიდა.