ბრესტის “დინამოში” სპორტულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა სამშობლოში დასასვენებლად დაემგზავრა, სადაც მეტად უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა.
ადგილობრივ ტელეარხს ლეგენდისგან ინტერვიუს აღება სურდა და ყოფილი ფეხბურთელი უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. მარადონა არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის საჭესთან იჯდა და ასე წარსდგა კამერების ობიექტივების წინაშე.
გაურკვეველია, არგენტინელი ამის შემდეგ მანქანით გაემგზავრა თუ ჟურნალისტებმა გაადაფიქრებინეს ამის გაკეთება.