მარადონა მოურინიოსგან ისწავლის
მარადონა მოურინიოსგან ისწავლის

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, საუკეთესო სპეციალისტად მიაჩნია. დიეგო ინგლისში გამგზავრებას და პორტუგალიელ მწვრთნელთან სტაჟირების გავლას გეგმავს.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომელიმე ესპანური კლუბის გაწვრთნას, მაგრამ ეს უნდა იყოს მრავალწლიანი პროექტი, – მოჰყავს Marca-ს მარადონას სიტყვები. – მე კი, როგორც მწვრთნელმა, ბევრი რამ უნდა უნდა ვისწავლო. ამ მიზეზით, ვფიქრობ, მანჩესტერში უნდა გავემგზავრო მოურინიოსთან, რათა მისგან ბევრი რამ გავიგო.“

„რატომ მოურინიო?“ – ჰკითხეს მარადონას. – „იმიტომ, რომ ის საუკეთესოა. ეს ეჭვგარეშეა“ – უპასუხა ლეგენდამ.