მარადონა მეტოქის გუნდის ფანებზე საჩხუბრად გაიწია (ვიდეო)

14:11, 03.12.2018

ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ, რომელიც მექსიკური „დორადოს დე სინალოას“ მთავარი მწვრთნელია, „ატლეტიკო სან-ლუსისთან“ მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ფანისთვის ხელის დარტყმა სცადა.

მარადონას გუნდმა წააგო და ვერ შეძლო მექსიკის მთავარ დივიზიონში გადასვლა. მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ ფანებმა არგენტინელის შეურაცხყოფა დაიწყეს. დიეგო გულშემატკივრებში მუშტებით შევარდა, მაგრამ მისმა გარემოცვამ შეაჩერა.

მსგავსი