არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ ლიონელ მესის ურჩია, აღარ დაბრუნდეს არგენტინის ნაკრებში. როგორც ცნობილია, „ბარსელონას“ ფორვარდმა პაუზა აიღო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ და ითხოვა, რომ ეროვნულ ნაკრებში 2019 წლამდე არ გამოიძახონ.
„ვურჩევდი მესის საერთოდ არ დაბრუნდეს ნაკრებში, გუნდში ყველაფერი მას ბრალდება. იუნიორთა გუნდმაც რომ წააგოს, ესეც მესის ბრალი იქნება. მოვიდა დრო, სხვამაც აიღოს პასუხისმგებლობა ყველას ნაცვლად. ჩემში არგენტინის ნაკრები აღარ იწვევს აღმაფრენას. ეს ყველას ეხება. ჩვენ ბრძოლის ჟინი დავკარგეთ“, – განუცხადა სააგენტო AFP-ს მარადონამ.