მარადონა – მესის არ აქვს ლიდერის თვისებები, მან თხასთან გადაიღო ფოტო

13:50, 22.06.2018

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ კომენტარი გააკეთა მეორე ტურში არგენტინის ნაკრების თამაშზე ხორვატიის წინააღმდეგ.

“მოდრიჩი შეუდარებელი იყო. ასეთ დღეებში მინდა, რომ მსგავსი ფეხბურთელები არგენტინელები იყვნენ. ჩვენი ლიდერები – ლიდერები არ არიან.

მესის არ აქვს ლიდერის თვისებები. მან თხასთან ერთად გადაიღო ფოტოები. შენ არ ხარ ყველა დროის საუკეთესო. ჯერ რაღაც უნდა მოიგო”, – მოჰყავს მარადონას სიტყვები beINSOCCER.

არგენტინის ნაკრებმა 0:3 წააგო ხორვატიასთან და ორი ტურის შემდეგ, D ჯგუფში ერთი ქულა აქვს.

მსგავსი