არგენტინულმა კლუბმა „ხიმნასიამ“ გამოაცხადა მთავარ მწვრთნელთან დიეგო მარადონასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
განახლებული ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.
59 წლის სპეციალისტი „ხიმნასიას“ 2019 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა, შვიდი მოიგო, რვა წააგო და ხუთჯერ ფრედ ითამაშა.
არგენტინაში კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება „ხიმნასიას“ სასარგებლოდ იყო, რადგან გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, ახლა კი შეინარჩუნა ადგილი მთავარ ლიგაში.