მარადონა დე როსის შეხვდა
მარადონა დე როსის შეხვდა

„ბოკა ხუნიორსის“ ახალწვეული დანიელე დე როსი კლუბის ლეგენდას დიეგო მარადონას შეხვდა. „ბოკას“ პრესსამსახურმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა იტალიელისა და არგენტინელის ერთობლივი ფოტო.

იტალიელმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ „ბოკა ხუნიორსის“ შესახებ მაშინ შეიტყო, როცა დიეგო მარადონას ძველ კლიპებს უყურებდა. ის ოცნებოდა ამ გუნდში თამაშზე, ამიტომაც მიიღო არგენტინაში გადასვლის გამოწვევა „რომას“ დატოვების შემდეგ.

მარადონამ შეაქო დე როსი ამ გადაწყვეტილების გამო.