მაქვს პატივი, გიცნობდეთ -გიორგი ალიბეგაშვილმა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებს მიმართა
მაქვს პატივი, გიცნობდეთ -გიორგი ალიბეგაშვილმა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებს მიმართა

მაქვს პატივი, გიცნობდეთ, – ასე მიმართა საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომაზე კოლეგებს. მისი თქმით, ამაყია იმით, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავის საქმიანობითა და ურთიერთობებით.

ალიბეგაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ორიენტირებული იქნება ქალაქის განვითარებაზე.

“პირველ რიგში ადამიანები ვართ და ყველას ერთად გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს უკეთესი.  ვისურვებდი, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული, გაცილებით ორიენტირებული იყოს ქალაქის განვითარებაზე. ჩემი პოზიცია თითოეულმა თქვენგანმა იცის თქვენს მიმართ და ამაყი ვარ და ვიყავი, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდით. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ამით არ სრულდება. ყოველთვის მომხრე ვიყავი, დაპირისპირება გვქონდა თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომ ჩვენ პირველ რიგში შეგვენარჩუნებინა ადამიანური ურთიერთობები და ძირითად შემთხვევაში, ეს ასე ხდებოდა კიდეც“,- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

გიორგი ალიბეგაშვილმა წარმატება უსურვა საკრებულოს წევრებს.

გიორგი ალიბეგაშვილი მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრად იყო არჩეული, თუმცა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, საკრებულოს დეპუტატობაზე უარი განაცხადა.