კვირას, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი ეტაპი გაიმართება – უნგრეთის გრან-პრი. შაბათს შედგა კვალიფიკაცია. პირველად კარიერაში პოული მოიპოვა 21 წლის მაქს ფერსტაპენმა, რომელიც “რედ ბულს” წარმოადგენს. ის არის ფორმულა 1-ის ისტორიაში რიგით მე-100 პილოტი, ვინც კვალიფიკაციის მოგება შეძლო.
ჰოლანდიელმა „მერსედესის“ პილოტები დაამარცხა – ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი, რომლებიც მეორე და მესამე სასტარტო პოზიციებზე იქნებიან. მომდევნო ორი ადგილი „ფერარის“ წევრებს – შარლ ლეკლერსა და სებასტიან ფეტელს უკავიათ.
12 ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლის ტოპ-ხუთეულშიც ეს პილოტები არიან:
1. ჰემილტონი (მერსედესი) – 223 (7 მოგება)
2. ბოტასი (მერსედესი) – 184 (2)
3. ფერსტაპენი (რედ ბული) – 162 (2)
4. ფეტელი (ფერარი) – 141
5. ლეკლერი (ფერარი) – 120
უნგრეთის გრან-პრი თბილისის დროით 17 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.