მაქს ფერსტაპენმა კარეირაში პირველა პოული მოიგო
მაქს ფერსტაპენმა კარეირაში პირველა პოული მოიგო

კვირას, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი ეტაპი გაიმართება – უნგრეთის გრან-პრი. შაბათს შედგა კვალიფიკაცია. პირველად კარიერაში პოული მოიპოვა 21 წლის მაქს ფერსტაპენმა, რომელიც “რედ ბულს” წარმოადგენს. ის არის ფორმულა 1-ის ისტორიაში რიგით მე-100 პილოტი, ვინც კვალიფიკაციის მოგება შეძლო.

ჰოლანდიელმა „მერსედესის“ პილოტები დაამარცხა – ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი, რომლებიც მეორე და მესამე სასტარტო პოზიციებზე იქნებიან. მომდევნო ორი ადგილი „ფერარის“ წევრებს – შარლ ლეკლერსა და სებასტიან ფეტელს უკავიათ.

12 ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლის ტოპ-ხუთეულშიც ეს პილოტები არიან:

1. ჰემილტონი (მერსედესი) – 223 (7 მოგება)

2. ბოტასი (მერსედესი) – 184 (2)

3. ფერსტაპენი (რედ ბული) – 162 (2)

4. ფეტელი (ფერარი) – 141

5. ლეკლერი (ფერარი) – 120

უნგრეთის გრან-პრი თბილისის დროით 17 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი