მაქართას მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე იყიდება
მაქართას მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე იყიდება

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქართაში არსებულ მაქართას მინერალური წყლის საბადოზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიცემა.

ელექტრონული აუქციონი 11 მარტს დასრულდება. ლიცენზიის საწყისი ფასი 2 127 012 ლარია.

აუქციონის პირობების თანახმად, პოტენციური ინვესტორი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში „მაქართის” მინერალური წყლის შესწავლისა და ჩამოსხმის მიზნით, განახორციელოს არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.

ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში,  საქართველოს არანაკლებ 25 მოქალაქე დაასაქმოს.

დატოვე კომენტარი