მანუელ სარაცინი - წამყვანი ევროპული ქვეყნების პოლიტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებია
მანუელ სარაცინი - წამყვანი ევროპული ქვეყნების პოლიტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებია

თუ 2008 წელს დღევანდელ დღეს შევადარებთ, სრულიად განსხვავებული შეხედულება არსებობს. შეიძლება გერმანულმა და ევროპულმა პოლიტიკამ სათანადოდ ვერ შეაფასა ის, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში იმ მომენტში, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა მანუელ სარაცინიმ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

გერმანელი კანონმდებელი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა, სხვა წამყვან პრობლემებთან შედარებით უკანა ადგილზე გადაინაცვლოს.

„თუ 2008 წელს დღევანდელ დღეს შევადარებთ, სრულიად განსხვავებული შეხედულება არსებობს. შეიძლება გერმანულმა და ევროპულმა პოლიტიკამ სათანადოდ ვერ შეაფასა ის, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში იმ მომენტში. გეთანხმებით, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს მომავლისათვის. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც, როგორ ჩამოყალიბდება გერმანიის მთავრობა, ისე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ძალიან გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ყველა განვითარებული თუ მიმდინარე კრიზისი.

საქართველოში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა, უკანა ადგილზე გადაინაცვლოს სხვა წამყვან პრობლემებთან შედარებით, მაგრამ უნდა დავუკვირდეთ იმას, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ წლების განმავლობაში და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს შევინარჩუნოთ. ეს არ არის მარტივი. ვიცით, რომ დღის წესრიგში რჩება როგორც უკრაინა, საქართველო, ასევე ახლო აღმოსავლეთი. ყველამ იცით, რომ საქართველო არის წარმატებული მაგალითი და ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ეს წარმატებული მაგალითი“, – განაცხადა მან.

მანუელ სარაცინის თქმით, გერმანიასთან ერთად, ევროპის წამყვანი ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ.

„გერმანიის ან სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების პოლიტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობებია. ესეც მნიშვნელოვანი, ხაზგასასმელი საკითხია.

თუ ვისაუბრებთ რუსეთთან საგარეო ურთიერთობების საკითხის დღის წესრიგში შეყვანაზე, ჩემი პირადი შეხედულება ასეთია, რომ ხშირად ეს ურთიერთობები დამოკიდებულია ლიდერების პირად შეხედულებაზე, ასევე მათი პარტიების მიმართულებზე. ვიტყვი, რომ მომდევნო არჩევნების შემდგომ, გერმანიის პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომ სწორად ესმოდეთ, თუ რა ვითარებაა რეგიონში“, – განაცხადა მანუელ სარაცინიმ.