მანუელ ნოიერი ევრო 2024-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი უახლოეს პერიოდში დაასრულებს კარიერას გერმანიის ნაკრებში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ტობი ალტშაფლმა.
წყაროს ცნობით, ევრო 2024 ბოლო ტურნირი იქნება მანუელ ნოიერისთვის გერმანიის ნაკრებში. ამის შემდეგ ეროვნულ გუნდში პირველი ნომერი გახდება „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.
უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ევრო 2024-ზე გუნდის ძირითად მეკარედ ნოიერი აირჩია.