მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა და ევროლიგის ფინალშია #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის ფინალური ოთხეულის მატჩები აბუ დაბიში მიმდინარეობს. პირველ ნახევარფინალში თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ ბერძნული „პანათინაიკოსი“ დაამარცხა (82:76) და ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში ასევე ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და ისიც დამარცხდა – 68:78.
„მონაკოს“ მეორე მწვრთნელად მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს. იგი კალათბურთელობისას რამდენიმეჯერ დამარცხდა ევროლიგის პლეი ოფში, მწვრთნელის რანგში კი პირველად მიუახლოვდა მთავარ ევროპულ საკლუბო ტიტულს.
მონაკოელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ალფა დიალოს (22 ქულა), ხოლო გამთამაშებელმა მაიკ ჯეიმსმა 17 ქულა და 7 პასი მოაგროვა.
„ფენერბაჰჩესა“ და „მონაკოს“ შორის ფინალური მატჩი 25 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.