მანუჩარ მარკოიშვილის 14 ქულა და „რეჯინას“ მარცხი ევროთასზე
მანუჩარ მარკოიშვილის 14 ქულა და „რეჯინას“ მარცხი ევროთასზე

მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინამ“ საკალათბურთო ევროთასის მე-5- ტურში წარუმატებლად ითამაშა. იტალიური გუნდი სტუმრად, მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, ანგარიშით 58-83 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი, სტუმართა შორის, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და ამადეო დელა ვალესთან ერთად, საუკეთესო გახლდათ.

მარკოიშვილმა 24 წუთში, გუნდს: 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 ზუსტი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4 დან 3 სამქულიანი, 4 დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. დელა ვალეს ანგარიშზე, 15 ქულაა.

ამ წაგების შემდეგ, რეჯიო კალაბრიელები, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში, მასიმილიანო მენეტის გუნდი, საკუთარ მოედანზე, მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ უმასპინძლებს.