მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და „რეჯინას“ მარცხი იტალიის ჩემპიონატში
მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და „რეჯინას“ მარცხი იტალიის ჩემპიონატში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავ მოუგებელია „რეჯინა“. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა დღეს სტუმრად „ბრეშასთან“ ანგარიშით 68-79 წააგო.

რეჯო კალაბრიელების ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში გუნდს 10 ქულა და სამი მოხსნა შესძინა.

სტუმართა შორის, ყველაზე შედეგიანი ჯულიან რაითი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა 21 ქულა და შვიდი მოხსნა გააკეთა. ამადეო დელა ვალეს მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.

რეჯინა“ იტალიის „სერია ა“-ს გათამაშებაში, „ბრინდიზისთან“ ერთად, კვლავ გამარჯვების გარეშეა. მასიმილიანო მენეტის გუნდის მომდევნო მეტოქე დუდა სანაძის „ფლექსს პისტოია“ იქნება. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.