ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 88 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს.
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა.
პირველია მოლდოველი მარინ რობუ – 173 კგ.
რამდენიმე წუთში დაიწყება ასპარეზობა აკვრაში.