ლესტერ „თაიგერსის“ მორაგბე მანუ ტუილაგი სეზონის მიწურულს „ველფორდ როუდს“ დატოვებს და „ტოპ 14“-ის (Top 14) „რასინგ 92“-ს შეუერთდება.
ტუილაგი გასულ კვირას „რასინგის“ სავარჯიშო არენაზე შეამჩნიეს და ამ თემაზე საუბარი კიდევ ერთხელ დაიწყო.
„ლესტერის“ მენეჯმენტი გუნდის გულშემატკივრებს კარგს არაფერს ეუბნება – „მანუს ყველა უფლება აქვს, რომ სხვა ვარიანტებიც განიხილოს. იმედი გვაქვს, რომ ის კლუბში დარჩება, მაგრამ ხანდახან ეს შეუძლებელია“.
ინგლისურმა კლუბმა ფრანგ გიგანტებს ფინანსურ საკითხში წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „დეილი მეილის“ (Daily Mail) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რასინგ 92“-მა ინგლისელ ვარსკვლავს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის ღირებულება 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
ფრანგული კლუბი, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე კარგად გამოდის და ტუილაგისთვის კარიერის გასაგრძელებლად იდეალური ადგილია.
„ექვსი ერის“ პირველ ორ ტურში ცენტრმა თავი გამოიჩინა და სავარაუდოდ „ფრინსიფალითი სთედიუმზე“ უელსის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.