მანუ ტუილაგი - ახალ ზელანდიასთან უშეცდომოდ თამაში იოლი არ იქნება
მანუ ტუილაგი - ახალ ზელანდიასთან უშეცდომოდ თამაში იოლი არ იქნება

რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის გათამაშებაზე ნახევარფინალურიი მატჩები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება. პირველი ფინალისტი ახალ ზელანდიასა და ინგლისის წყვილს შორის გაირკვევა. მეორე მატჩი კი უელსსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის შედგება. ინგლისის ნაკრების ცენტრმა ჟურნალისტებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ახალი ზელანდიის თამაშებს. ეხლა მათ წინააღმდეგ თავად მომიწევს თამაში და ჩემი ოცნებაც ახდება. ჩემი საყვარელი მოთამაშე ჯონა ლომუ იყო. დღესდღეობით არავინ ისე არ თამაშობს როგორც ლომუ. ის რაგბის უდიდესი ლეგენდა იყო. ყოველთვის მინდოდა ისე მეთამაშა როგორც ლომუს .

ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს ბრძოლა. ურთულესი მატჩი იქნება. ასეთ შეხვედრებში გინდა რომ კარგ თამაშთან ერთად, ყოველი მომენტით ისიამოვნო. უშეცდომოდ თამაში იოლი არ იქნება. ამჟამინდელი ინგლისის ნაკრები ვფიქრობ რომ ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი გუნდია. კარგად გვაქვს გათავისებული რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის “-განაცხადა მანუ ტუილაგიმ

2019წლის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალი

26 ოქტომბერი

12:00 ინგლისი – ახალი ზელანდია

27 ოქტომბერი

13:00 უელსი- სამხრეთ აფრიკა

მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ