მანქანას, რომელიც მიუნსტერში გამვლელებს დაეჯახა, გერმანიის მოქალაქე მართავდა
მანქანას, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში გამვლელებს შეეჯახა, გერმანიის მოქალაქე მართავდა. მედიის ცნობით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, პოლიცია რადიკალური ისლამის მიმდევრების მიერ მოწყობილი ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.
ამჟამად, მიუნსტერში მოწყობილი თავდასხმის შემსრულებლის ბინაში პოლიცია იმყოფება.
სამართალდამცველებს მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.
გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ავტომობილი გამვლელებს დღეს შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 20 მოქალაქე. მანქანის მძღოლმა თავი მოიკლა.