მანფრედ ვებერი - თურქეთს არ შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი
მანფრედ ვებერი - თურქეთს არ შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი

თურქეთს არ შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატმა, მანფრედ ვებერმა ბავარიაში, გერმანელ კონსერვატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვებერის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს შეწყვეტს.

„ყველას უნდა კარგი ურთიერთობები თურქეთთან, ყველას სურს მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ თუ მე გავხდები ევროკომისიის პრეზიდენტი, ბრიუსელის ოფისებს ინსტრუქციებს მივცემ, რომ დაასრულონ თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოდით, ცხადად ვთქვათ, თურქეთს არ შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა მანფრედ ვებერმა.