მანფრედ ვებერი - საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის ნაცვლად, უმრავლესობით უნდა მოხდეს
მანფრედ ვებერი - საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის ნაცვლად, უმრავლესობით უნდა მოხდეს

მანფრედ ვებერი ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსის პრინციპის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

ევროპარლამენტის გავლენიანი ფრაქციის, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი ავსტრიას მოუწოდებს, რომ კონსენსუსის პრინციპის ცვლილების ინიცირება მოახდინოს. ვებერი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მოხდეს.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციული წესით 1-ლი ივლისიდან ავსტრიამ გადაიბარა. მანფრედ ვებერმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე თქვა, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე სრულფასოვანი მოთამაშე გახდეს.

„რამდენიმე დღეში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში ხვდებიან. ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ,  კვლავ პარტნიორები ვართ თუ მაყურებლები? ეს მნიშვნელოვანია კონტინენტის სიძლიერისთვის“, – აღნიშნა ვებერმა.

 

დატოვე კომენტარი