მანდატურის სამსახური სკოლებში ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად დოკუმენტს შეიმუშავებს 
მანდატურის სამსახური სკოლებში ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად დოკუმენტს შეიმუშავებს 

ჩვენთვის სკოლებში მთავარი გამოწვევა არის ბულინგი და ძალადობა, ამ მიმართულებით დღეს მანდატურის სამსახური მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, – ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განაცხადა.

„იქნება სხვადასხვა მოდულები, ინსტრუმენტები, რომლითაც შევალთ სკოლებში და მოვახდენთ ბულინგის, ნარკოტიკის მოხმარების, ძალადობის წინააღმდეგ კამპანიების წამოწყებას. დღეისათვის პოლიციის აკადემიაში, ახალი სასწავლო მოდულით ორთვიან მოსამზადებელ კურსს მანდატურის 150 ახალი კანდიდატი გადის. წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან“, – განაცხადა გელა გელაძე.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო კურსით, ყველა მოქმედი 1300-ვე მანდატური 2021 წლის ბოლომდე გადამზადდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გაფართოების გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ 2019-2020 წლებში დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევალთ. რაც შეეხება დარჩენილ 15 პროცენტს, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წამოწყება გვაქვს, არსებობს პროექტი და უსაფრთხოების წესიც გვავალდებულებს ამას. პროექტი მოიცავს, რომ სკოლებში, სადაც მანდატურები არ არიან და ასეთი არის განსაკუთრებით მცირე კატეგორიის სკოლები, გამოიყოფა „პასუხისმგებელი პირი“, რომელიც ჩვენს მიერ გადამზადდება. ამ დროისთვის უკვე გადავამზადეთ 129 სკოლისთვის. ისინი კოორდინირებულად იმუშავებენ მანდატურის სამსახურთან. გარდა ამისა, მანდატურთა მეტი მოტივაციისთვის, 2019 წლიდან პირველი იანვრიდან მოხდა მანდატურებისთვის ხელფასის გაზრდა 200 ლარით“, – განაცხადა გელა გელაძემ.

დატოვე კომენტარი