მანდატურის ინსტიტუტის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განიხილება
მანდატურის ინსტიტუტის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განიხილება

მანდატურის ინსტიტუტის რეფორმის კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა.

„უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ეხება სწორედ მანდატურის საქმიანობის გაუმჯობესებას, მათ კოორდინაციას სამართალდამცავ ორგანოებთან, ეფექტურობის ამაღლებას და პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე განხილული იქნება ინიცირებული კანონპროექტი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის იმ ფორმით დამტკიცდება, რომელიც მოვამზადეთ და წარვადგენთ“, – განაცხადა ლია გიგაურმა.