მანდატურებმა გადამზადების კურსი გაიარეს
მანდატურებმა გადამზადების კურსი გაიარეს

მოქმედმა მანდატურებმა გადამზადების კურსი დისტანციური ფორმით გაიარეს. მანდატურების გადასამზადებლად სპეციალურად ელექტრონული სატრენინგო პორტალი შეიქმნა.

6-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, მანდატურებს ტესტირება უტარდებათ. დღეს ტესტი პირველმა ნაკადმა დაწერა.

პირველ ეტაპზე, დისტანციური სწავლების კურსი 350-მა მოქმედმა მანდატურმა გაიარა. მანდატურები დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და გაეცნენ სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2021 წლამდე გადამზადების პროგრამას 1 300 მოქმედი მანდატური გაივლის.