მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა
მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა

საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა წელს, 19 დეკემბრის მონაცემებით  21,333 ტონა შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა ლიეტუვაში – 120,9 ტონა; სინგაპურში – 0,1 ტონა; ყატარში – 0,4 ტონა და სლოვენიაში – 158,2 ტონა.

ამასთან, რუსეთში 13,075.3 ტონა, უკრაინაში 4,047.2 ტონა, სომხეთში კი, 3,333.6 ტონა მანდარინია ექსპორტირებული.

უწყების ცნობით, წელს მანდარინის ფასი 0,70-დან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონას შეადგენს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობდა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.