მანჩინის იტალიის ნაკრებში გაბრიელ მარტინელის ხილვა სურს

12:10, 08.10.2019

რობერტო მანჩინიმ მარტინელიზე ისაუბრა. იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გამოტყდა, რომ თავის გუნდში „არსენალის“ ნახევარმცველის, გაბრიელ მარტინელის ხილვა სურს.

იტალიის ნაკრებში ორი ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი უკვე თამაშობს, ესენი არიან ემერსონ პალმერი და ჟორჟინიო. „რთული სიტუაციაა, ჩვენ მოთხოვნა უნდა გავაგზავნოთ და დაველოდოთ“, – ციტირებს Globo Esporte მანჩინის, – „ჯერჯერობით იმობილეს და ბელოტის ვათამაშებთ“.

მსგავსი