იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანიჩინიმ დაასახელა პირობა, რომლის მიხედვითად „ბრეშას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი მიიღებს გამოძახებას ეროვნულ გუნდში.
„ვიმედოვნებ, რომ დაბრუნება თავის მშობლიურ ქალაქში გახდება მისთვის შესაძლებლობა – თავიდან დაიწყოს კარიერა. ის 29 წლისაა და დღეს პიკზე უნდა იყოს. მისი თვისებების მოთამაშისთვის დაუშვებელია – ყველაფერი დაკარგოს, რასაც ამ წლებში უჩვენებდა. ეს მასზეა დამოკიდებული. თუ მარიო გაიტანს 25 გოლს, მეტოქეთა პრესინგით იქნება დაკავებული და გააკეთებს ყველაფერს, რასაც უნდა აკეთებდეს 29 წლის ფეხბურთელი, მასაც მიეცემა შანსი იტალიის ნაკრებში. თუმცა, მისთვის მნიშვნელოვანია დიდი სეზონი ჩაატაროს“, – განაცხადა მანჩინიმ „დეილი მეილთან“ კომენტარში.
მანჩინი ბალოტელის „მანჩესტერ სიტიში“ ავარჯიშებდა და ეროვნულ გუნდში თავისი დანიშვნის შემდეგ, პირველ ორ მატჩში გამოიძახა ფორვარდი. ამის შემდეგ, ბალოტელი ნაკრებში აღარ გამოუძახიათ.
ბალოტელიმ ეროვნულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.