კორონავირუსის პანდემიის პირობებში „მანჩესტერ ინაიტედმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ერთობლივად 100 000 ფუნტი სტერლინგი შესწირეს სასურსათო ფონდებს. ეს ინფორმაცია „იუნაიტედის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი გულშემატკივრები ადგილობრივ სასურსათო ფონდებს ეხმარებიან. ამ რთულ მომენტში დახმარება აუციებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ საფეხბურთო ჩემპიონატები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.