მანჩესტერული დერბის გამართვის ახალი თარიღი უკვე ცნობილია. მატჩი იუნაიტედსა და სიტის შორის ოლდ ტრაფორდზე 24 აპრილს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 00:00) ჩატარდება.
მატჩის გადადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ 16 მარტს, როდესაც მატჩი თავდაპირველად იყო დანიშნული, ორივე გუნდს ასოციაციის თასის მეოთხედფინალის გამართვა უწევს.
ახალი თარიღი იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაიმართება.