მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელიც არის, რომელსაც პოლიციამ ესროლა.

ამასთან, ირკვევა, რომ თავდამსხმელს სავარაუდოდ, ბომბიც ჰქონდა.

მანჩესტერში, სინაგოგასთან თავდასხმა დღეს მოხდა. უცნობი პირი გამვლელებს ჯერ მანქანის შეეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაესხა თავს. მანჩესტერის მერმა მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით მოსახლეობისთვის საფრთხე აღარ არსებობს.