მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე სავარაუდოდ პოლიციის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა
მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე სავარაუდოდ პოლიციის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერის პოლიცის ოფიცრები თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდნენ, რათა სინაგოგაში არ შესულიყო, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა.
თავდასხმის ადგილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც მოინახულა.
ცნობისთვის, სინაგოგასთან თავდამსხმელი გამვლელებს ჯერ მანქანით შეეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაესხა თავს. დაღუპულია სამი პირი, მათ შორის თავდამსხმელი, სამი კი მძიმედაა დაშავებული.