მანჩესტერში, კარნავალზე მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა
მანჩესტერში, კარნავალზე მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, კარნავალზე მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივ პოლიციაში პირველი შეტყობინება შუაღამის 2.30 სთ-ზე შევიდა.

ინციდენტის შედეგად დაშავებულები, რომლებსაც სხვადასხვა სირთულის ჭრილობა აღენიშნებათ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დაშავებულების ასაკი და ვინაობა არ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კარნავალი მანჩესტერის უბან მოს საიდში იმართებოდა. აღნიშნული უბანი ბრიტანეთის ყველაზე ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ ადგილად სახელდება, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად ისვრიან.