მანჩესტერში ძლიერი ხანძრის გამო, მთავრობამ სამხედროების მობილიზება მოახდინა
მანჩესტერში ძლიერი ხანძრის გამო, მთავრობამ სამხედროების მობილიზება მოახდინა

მანჩესტერში ხანძრის გამო 30 სახლის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ჭაობში გაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიას სწრაფად მოედო. მთავრობამ უკვე მოახდინა სამხედროების მობილიზება. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრეებს ჯარისკაცები დაეხმარებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის გავრცელებას ხელი სიცხემ და ძლიერმა ქარმა შეუწყო. ხანძრის გამო დასახლებულ პუნქტ კარაბრუკიდან 34 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი 6 კილომეტრზეა მოდებული და მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია ავიაციაც. რამდენიმე დასახლებული პუნქტი კვამლშია გახვეული.

ადგილობრივმა მთავრობამ  ცეცხლის კერებთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და კვამლის ჩასუნთქვას თავი მაქსიმალურად აარიდონ.