მანჩესტერში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა

15:55, 11.10.2019

ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელის დასაკავებლად ელექტროშოკური იარაღი გამოიყენეს.

ინციდენტის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ასევე ადგილზე არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.

მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მსგავსი