მანჩესტერში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა ექვსი ადამიანი

20:27, 16.04.2018

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერის ჩრდილოეთ ნაწილში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

ინციდენტი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია 80 წლის მძღოლი. პოლიციის განცხადებით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

მსგავსი