მანჩესტერს დუგლას კოშტას შეძენა სურს
მანჩესტერს დუგლას კოშტას შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ კარიერია შესაძლოა „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელოს. – იუწყება „რაი სპორტი“ (RAI Sport).

ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, „წითელმა ეშმაკებმა“ ტურინულ გრანდს შეთავაზება უკვე გაუკეთეს. სოლსკიაერის გუნდი მარჯვენა ნახევარმცველის ძიებაშია, რომელიც შეტევებს მკვეთრად გააძლიერებს ფლანგიდან.

ცნობილია სატრანსფერო თანხაც, რომელიც გლეიზერების გუნდმა „ბებერ ქალბატონს“ შესთავაზა – 60 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში დუგლასმა ტურინელთა რიგებში საერთო ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა შესძინა. ბრაზილიელს იტალიურ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.